07 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა. მოულოდნელი განცხადება ამის შესახებ ტერეზა მეიმ გააკეთა.

ახალი პარლამენტის არჩევა 2020 წელს იგეგმებოდა, თუმცა ხელისუფლებამ თარიღი მიმდინარე წლის 8 ივნისისთვის გადმოწია.

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას უკავშირდება.

ტერეზა მეის განცხადებით, ბრექსიტის რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის თავიდან ასაცილებლად არჩევნების ჩატარება საუკეთესო გამოსავალია. მისი თქმით, ქვეყანას სტაბილურობა და ძლიერი მთავრობა ესაჭიროება.

დღის ამბები