07 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
იაპონიაში არმიის მობილიზებაზე მსჯელობენ

იაპონიაში არმიის მობილიზებაზე მსჯელობენ. ინიციატივა დამატებითი ცვლილებების შეტანას მოითხოვს კანონში, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველად იაპონიის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის უფლება მისცა.

მედიის ინფორმაციით, არმიისთვის ახალი უფლებამოსილების მინიჭებაზე ტოკიომ მუშაობა ფხენიანის მხრიდან არსებული საფრთხის გამო დაიწყო.

ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საფრთხეზე იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლები მაიკ პენსთან ერთად მსჯელობენ. შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ტოკიოში სამხრეთ კორეიდან ჩავიდა, სადაც ამავე თემაზე იყო საუბარი.

მაიკ პენსმა კიდევ ერთხელ მიანიშნა ფხენიანს, რომ ვაშინგტონის გაფრთხილება სერიოზულად მიიღოს და მაგალითად სირიისა და ავღანეთის იერიშები მოიყვანა.

დღის ამბები