07 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ერაყის ხელისუფლება ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციაზე საუბრობს. ძალოვანების განცხადებით, მოკლულია აბუ ჯახირ არ-რუსი, რომელიც შესაძლოა წარმოშობით რუსეთიდან იყოს.

მათივე ინფორმაციით, ISIS-ის ​ლიდერი მოსულში სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა.

სამხედრო მეთაურობის განცხადებით, მოსულის გათავისუფლების ოპერაციის დაწყების შემდეგ ISIS-ის პოზიციები იმდენად დასუსტდა, რომ ტერორისტებმა ახალი მოკავშირეების ძებნა დაიწყეს.

ერაყის ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, ისლამური სახელმწიფო ალ ქაიდას ქსელთან გაერთიანებაზე მუშაობს.

მისი თქმით, მოლაპარაკებები ორი დაჯგუფების ლიდერების წარმომადგენლებს შორის უკვე დაწყებულია.

დღის ამბები