07 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
თურქეთი საპროტესტო გამოსვლების მოლოდინში

თურქეთში კვლავ საპროტესტო გამოსვლებს ელოდებიან. მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელისუფლების ნაბიჯებს არ იზიარებს. ხმაურიანი ღამის შემდეგ ამ დროისთვის სტამბოლში სიმშვიდეა. გუშინ ღამით მოძრაობა არას პროტესტის ერთ-ერთი ეპიცენტრი კადიკოის რაიონი იყო, თუმცა ამ დროისთვის სტამბოლში არც სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები და არც ოპოზიციის ლიდერები, ტრანსფარანტებით ხელში აღარ გამოჩენილან.

გუშინ გაკეთებული განცხადებების მიხედვით კი, არ არის გამორიცხული თურქეთში დღეს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართლოს. აქციის მონაწილეები 16 აპრილის ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც 51 / 49 ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეებმა გაიმარჯვეს. 

ადამიანები, რომლებიც გუშინ გამართულ აქციებში მონაწილეობენ ამბობენ, რომ კენჭისყრა დარღვევებით ჩატარდა და მათ ცვლილებებისთვის ხმა არ მიუციათ.

თურქეთის ხელისუფლება სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს, შესაბამისად, უცნობია როგორ განვითარდება მოვლენები.

ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცა ხმა.  ცვლილებები ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერმინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას გულისხმობს.  

ყველაზე მთავარი ცვლილება კი რეფერენდუმის შედეგების ოფიციალურად ძალაში შესვლის შემთხვევაში, ქვეყნის საპარლამენტოდან, საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები