07 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
პეტერბურგის ტერაქტის მოწყობისთვის დაკავებულმა დანაშაული აღიარა

პეტერბურგის მეტროში ტერაქტის მოწყობისთვის დაკავებულმა, აბრორ აზიმოვმა, დანაშაული აღიარა.   

ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი, არმენ ზადოიანი, ავრცელებს

დღეს სასამართლო მისთვის პატიმრობის ვადის გახანგრძლივებას განიხილავს. მას პროკურატურა ტერაქტის მოწყობას და ასაფეთქებელი მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება.

პეტერბურგის მეტროში ტერაქტი 2017 წლის 3 აპრილს მოხდა. დაიღუპა 11  და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი.   

დღემდე ტერაქტის მოწყობისა და ხელშეწყობის ბრალდებით რამდენიმე ადამიანია დაკავებული.  

 

 

დღის ამბები