07 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
გაერო ნაცისტური ომის დროს ჩადენილი დანაშაულების არქივს ამ კვირაში გამოაქვეყნებს

გაეროს მიერ გამოყენებული მასალები, რომლებიც ნაცისტური ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს აღწერს, მალე საჯარო გახდება.

ამის შესახებ The Guardian წერს. მათივე ინფორმაციით, საზოგადოებისთვის 10 ათასობით ფაილი ხელმისაწვდომი გახდება.

გაეროს მიერ შეგროვებული არქივის მასალები აღმოსავლეთ ევროპაში ჰოლოკოსტის სასიკვდილო ბანაკების შესახებ დიდი რაოდენობით ინფორმაციას შეიცავს.

ზოგიერთი საბუთი, რომელიც 1943 წლით თარიღდება, ჰოლოკოსტის დროს ნაცისტების მიერ ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულს ამტკიცებს.

გაეროს არქივის მასალები ამ კვირაში online-კატალოგის სახით გამოქვეყნდება, რომელსაც საკუთარი საძიებო ფუნქცია ექნება.

ამ დრომდე ზემოთხსენებულ ფაილებზე წვდომა მხოლოდ ერთეულ ადამიანებს ჰქონდათ.

ისტორიკოსების განცხადებით, მასალების გამოქვეყნება ჰოლოკოსტის უარყოფის წინააღმდეგ საბრძოლველად კარგი ინსტრუმენტი იქნება. 

დღის ამბები