07 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
სიკვდილით დასჯის შემოღება მკაფიო სიგნალი იქნება, რომ თურქეთს არ სურს, იყოს ევროკავშირის ოჯახის წევრი - ევროკავშირის დამკვირვებელი

ევროკომისია თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეისწავლოს ის დარღვევები, რომელთა შესახებაც ოპოზიცია საუბრობს. ბრიუსელში აცხადებენ, რომ ევროკავშირისთვის რიტორიკა სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებაც მიუღებელია.

 „მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას ფართო ეროვნული კონსესუსის ჩამოყალიბებისაკენ და შესაძლო დარღვევების გამოძიების დაწყებისკენ. სიკვდილით დასჯა უარყოფილია ჩვენ მიერ და ეს არის ევროკავშირის ფუნდამენტური საყრდენი. ამ საკითხთან დაკავშირებით რიტორიკიდან ქმედებებზე გადასვლა მკაფიო სიგნალი იქნება, რომ თურქეთს არ სურს, იყოს ევროკავშირის ოჯახის წევრი,“ - განაცხადა ეუთოსა და ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრმა, ტანა დე ზულუეტამ.

დღეს ევროპელმა დამკვირვებლებმა რეფერენდუმის შესახებ მომზადებული პირველადი ანგარიში თურქეთის უმაღლეს საარჩევნო საბჭოს გადასცეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კენჭისყრის პროცესი და კამპანია ევროპულ სტანდარტებს არ პასუხობდა.

„უმაღლეს საარჩევნო საბჭოს გადავეცით ჩვენი ანგარიშის ასლი და მისი შინაარსი განვიხილეთ. ჩვენი დასკვნები შევა საბოლოო ანგარიშში. ჩვენ ვრჩებით და მოვამზადებთ სარჩელების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშს, რომელიც ასევე შევა საბოლოო დოკუმენტში,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა, მარგარიტის შინასმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები