07 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
ინციდენტი სტამბოლში - აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ინციდენტი მოხდა სტამბოლში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში, ბეშიქთაშში.

პოლიციამ მომიტინგეებს ტაქსიმისკეს წასვლის საშუალება არ მისცა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმიც.

მოძრაობა არა-ს წევრები 16 აპრილის რეფერენდუმის შედეგს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ის არ გამოხატავს მათ ინტერესებს.

მთავარი მოთხოვნა რეფერენდუმის შედეგის გაუქმებაა, თუმცა აქციაზე ისმოდა პრეზიდენტ ერდოღანის გადადგომის მოთხოვნაც.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მოქმედ პრეზიდენტს ქვეყანა ავტოკრატიისკენ მიყავს და მისი ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებაც სწორედ ამას ემსახურება.

დღის ამბები