07 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეის კრიზისის მოგვარებაზე ვაშინგტონი ჩინეთის ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს

ჩრდილოეთ კორეის კრიზისის მოგვარებაზე ვაშინგტონი ჩინეთის ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს.

განცხადება ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გააკეთა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, პეკინი ფხენიანზე გავლენის ბერკეტებს ფლობს და იმედს გამოთქვამს, რომ კიმ ჩენ ინს მშვიდობა სურს.

ტრამპი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ იარაღს ფლობს და ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს. დონალდ ტრამპის პოზიცია ფხენიანთან მიმართებაში იაპონიაში დისლოცირებულ ამერიკელ სამხედროებს გააცნო ვიცე პრეზიდენტმა.

მაიკ პენსმა სამხედრო ბაზა და ავიამზიდი რონალდ რეიგანი დაათვალიერა. სამხედროებთან შეხვედრისას მან აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა დონალდ ტრამპის გაფრთხილებას სიფრთხილით უნდა მოეკიდოს.

დღის ამბები