07 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
დონალდ ტუსკი პოლონეთში დაკითხვაზე ჩავიდა

დონალდ ტუსკი პოლონეთში დაკითხვაზე ჩავიდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

საქმე ეხება მისი პრემიერობის პერიოდში, რუსეთისა და პოლონეთის სპეცსამსახურებს შორის საიდუმლო უკანონო კავშირების შესახებ არსებულ ბრალდებებს.

ვითარება დაძაბული იყო ვარშავის რკინიგზის სადგურში, სადაც დონალდ ტუსკს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც დახვდნენ.

პოლონეთის მთავრობა ყოფილ პრემიერს ღალატშიც სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამოძიების პროცესში მან პოლონური მხარის სათანადო ჩართვა ვერ უზრუნველყო.

თავად დონალდ ტუსკი დაკითხვაზე დაბარებას ალქაჯებზე ნადირობად და დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.

დღის ამბები