07 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მოთხოვნით სტამბოლში გამართული მორიგი მშვიდობიანი აქცია დაკავებებით დასრულდა

აქციების მეხუთე დღე სტამბოლში - რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მოთხოვნით ქალაქში ღამით მორიგი მშვიდობიანი აქცია გაიმართა, თუმცა ის ისევ დაკავებებით დასრულდა. ბეშიქთაშში 300-ზე მეტი ადამიანი ერდოღანის საწინააღმდეგო ლოზუნგებით და ათათურქის პოსტერებით გამოვიდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 19 ადამიანი. პარალელურად, თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია, რომელიც ოპოზიციური ძალას წარმოადგენს, რეფერენდუმის შედეგების სასამართლოს გზით გასაჩივრებას აპირებს. საარჩევნო საბჭოს რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მოთხოვნითაც უკვე მიმართა არა ერთმა ოპოზიციურმა ჯგუფმა.

დღის ამბები