07 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
ირანს არ უნდა მიეცეს საშუალება იმავე გზით წავიდეს, როგორც ჩრდილოეთ კორეა-აშშ-ს სახელმწიფო მდივანი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ ირანს არ უნდა მიეცეს საშუალება იმავე გზით წავიდეს, როგორც ჩრდილოეთ კორეა.

განცხადება რექს ტილერსონმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი თეირანთან ბირთვული შეთანხმების გადახედვასა და სანქციების გაფართოებას აპირებს. ტილერსონის აზრით, თეირანის პოლიტიკა საფრთხის შემცველია.

თეთრი სახლი კი აცხადებს, რომ ბირთვული შეთანხმების გადახედვის შესაძლო შედეგების შესახებ ისინი ინფორმირებული არიან.

დღის ამბები