07 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
საბერძნეთის დედაქალაქში ერთ-ერთი ბანკის ოფისთან აფეთქება მოხდა

საბერძნეთის დედაქალაქში ერთ-ერთი ბანკის ოფისთან აფეთქება მოხდა. შედეგად დაზიანდა შენობის ფასადი, ჩაიმსხვრა მინები, თუმცა არ არიან დაშავებულები.

მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცველებს შემთხვევის ადგილი ბლოკირებული ჰქონდათ. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური ვნებათაღელვების შემდეგ მსგავსი თავდასხმები ბიზნეს კომპანიებზე ბოლო ხანებში გახშირდა.

დღის ამბები