07 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში პარტიებმა წინასაარჩევნო აგიტაცია დაიწყეს

დიდი ბრიტანეთი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. პოლიტიკური პარტიები აგიტაციას უკვე შეუდგნენ. კონსერვატორების ლიდერი და მოქმედი პრემიერი ტერეზა მეი სატელევიზიო დებატებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ის მხოლოდ ამომრჩევლებს პირადად შეხვდება.

საპარლამენტო არჩევნები ბრიტანეთში 8 ივნისს გაიმართება და ბრექსიტზე მოლაპარაკებებიც მისი დასრულების შემდეგ დაიწყება.

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად კონსერვატორები პარლამენტში ადგილების უმრავლესობის დაკავებას შეძლებენ, თუმცა გასამარჯვებლად ბრძოლას აპირებენ ლეიბორისტებიც. პარტიის ლიდერმა საარჩევნო კამპანია დედაქალაქიდან დაიწყო და კონსერვატორები მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შეუსრულებლობისთვის გააკრიტიკა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები