07 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
რუსეთის სპეცსამსახურებმა პეტერბურგის ტერაქტის დამკვეთის ვინაობა დაადგინეს

რუსეთის სპეცსამსახურებმა პეტერბურგის ტერაქტის დამკვეთის ვინაობა დაადგინეს. განცხადება ამის შესახებ უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა, თუმცა ალექსანდრე ბორტნიკოვს ჟურნალისტებთან საუბრის დროს, დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.

3 აპრილს მეტროს მატარებლის ვაგონში მომხდარ აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. ბომბი ყირგიზმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა.

ტერაქტთან კავშირის ბრალდებით სამართალდამცველებს სულ 10 ადამიანი ჰყავთ დაკავებული.

დღის ამბები