07 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თეირანს პროვოკაციებში ადანაშაულებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ოფიციალურ თეირანს პროვოკაციებში ადანაშაულებს, რომლის მიზანიც ახლო აღმოსავლეთში ვითარების დესტაბილიზაცია და რეგიონში ამერიკის ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაა.

რექს ტილერსონის აზრით, თუ ირანს არ შეაკავებენ, ის შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის გზით წავიდეს. სახელმწიფო მდივანმა თეირანი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ტერორიზმის დაფინანსებაში და სირიის კონფლიქტში ჩართულობისა და ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერის გამოც გააკრიტიკა.

ტილერსონის განცხადებამდე, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანთან ბირთვული შეთანხმების გადახედვა ბრძანა. 

დღის ამბები