07 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
კურიოზი თეთრ სახლში - პრეზიდენტის პრესმდივანს ბრიფინგი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავმა შეაწყვეტინა

თეთრ სახლში პრეზიდენტის პრესმდივნის გამოსვლას კურიოზი მოჰყვა. შონ სპაისერს ბრიფინგი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავმა შეაწყვეტინა.

პრეზიდენტის პრესმდივანი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა, როდესაც სუპერ ბოულის ჩემპიონი გუნდის მოთამაშე მოულოდნელად საკონფერენციო დარბაზში შევიდა და სპაისერს დახმარება შესთავაზა, რასაც ოთახში სიცილი მოყვა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა სტუმარს უარი უთხრა, მაგრამ შეხსენება დასჭირდა მანამდე რაზე ლაპარაკობდა. ფეხბურთელები სტუმრად დონალდ ტრამპთან იმყოფებოდნენ და მას საჩუქრად გუნდის მაისური გადასცეს.

დღის ამბები