07 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
"People"-ის რეიტინგში მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალების სიაში პირველ ადგილზე ჯულია რობერტსია

ჟურნალმა People-მა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალების სია გამოაქვეყნა. რეიტინგში პირველ ადგილზე ჯულია რობერტსია.

49 წლის ვარსკვლავს ეს ტიტული ჟურნალმა უკვე მეხუთედ მიანიჭა. პირველად ის სიის სათავეში კინო ეკრანებზე რომანტიკული კომედიის ლამაზმანის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, 1991 წელს მოექცა.

ჯულია რობერტსი მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალად 2000, 2005 და 2010 წლებშიც აღიარეს. გასულ წელს კი, ეს სტატუსი ჯენიფერ ენისტონს ეკუთვნოდა.

დღის ამბები