07 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ერთდროულად რამდენიმე დაჯგუფებამ აიღო

ხაბაროვსკში ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ერთდროულად რამდენიმე დაჯგუფებამ აიღო.

მედიის ინფრომაციით, ახალგაზრდა, რომელაც ძალოვანი უწყების მიმღებში ცეცხლი გახსნა და ორი ადამიანი მოკლა, ისლამურმა სახელმწიფოს წევრი იყო. ერთ-ერთ რედაქციაში კი ჟურნალისტებმა "რუსი მეამბოხეების არმიის " წერილი მიიღეს, სადაც ავტორები აღნიშნავენ, რომ ამგვარად პუტინის რეპრესიულ რეჯიმს და მის სადამსჯელო უწყებებს ებრძვიან.

საგამოძიებო კომიტეტში კი ისლამისტების და ტერორისტების კვალს გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ მოკლული თავდამსხმელი 18 წლის ანტონ კონევი ნეონაცისტური ორგანიზაციის წევრი იყო.

 

დღის ამბები