07 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
პარიზის პროკურატურამ ელისეს მინდვრებზე თავდასხმის ორგანიზატორი დაასახელა

პარიზის პროკურატურამ ელისეს მინდვრებზე თავდასხმის ორგანიზატორი დაასახელა. გამოძიების ინფრომაციით, შანზე ლიზეზე პოლიციელებს ცეცხლი 39 წლის კარიმ შეფრიმ გაუხსნა. მან თავდასხმისას კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.

პროკურორის ინფრომაციით, მოკლული თავდამსხმელის ცხედართან სამართალდამცველებმა ხელნაწერი წერილი აღმოაჩინეს, სადაც ის ისლამურ სახელმწიფოს მხარდაჭერას უცხადებდა.

სროლა შანზე ლიზეზე ორი დღის წინ მოხდა. თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.

დღის ამბები