07 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
მონაკოს გამოფენაზე პირველი მფრინავი ავტომობილების პრეზენტაცია გაიმართა

მონაკოს გამოფენაზე პირველი მფრინავი ავტომობილების პრეზენტაცია გაიმართა. პავილიონში ორი უახლესი ავტომობილია წარმოდგენილი. ერთ-ერთი მოდელი პალ ხუთი ლიბერთი ამავე სახელწოდების ჰოლანდიურ კომპანიამ შეიმუშავა. მისი ფასი 300 ათასიდან ნახევარ მილიონ ევრომდე მერყეობს.

მწარმოებლები აცხადებენ, რომ მათი პროდუქტი გაყიდვაში 2018 წლიდან გამოვა და უკვე აქვთ რამდენიმე შეკვეთა. ორადგილიანი აერომობილი კი სლოვაკურმა კომპანიამ შექმნა.

მწარმოებლების ინფორმაციით, მიწაზე გადაადგილებისას მფრინავ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე საათში 160 კილომეტრია, ჰაერში კი საათში 200 კილომეტრს აჭარბებს.

დღის ამბები