07 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე მიმდინარეობს

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს - 45 მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყნის ახალ ლიდერს ირჩევს. პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად სულ 11 კანდიდატი იბრძვის, თუმცა პირველ ტურში გამარჯვებისთვის საკმარისი მხარდაჭერა არცერთ მათგანს აქვს. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ფავორიტებად 4 კანდიდატი მიიჩნევა. ლიბერალ ცენტრისტი ემანუელ მაკრონი, ულტრა მემარჯვენე მარინ ლე პენი, კონსერვატორი ფრანსუა ფიიონი და ულტრა მემარცხენე ჟან ლუკ მელანშონი.

საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში პარიზში მომხდარი მორიგი ტერაქტიდან სამი დღის შემდეგ ტარდება, ამიტომ ქვეყნის უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მოქმედებს. ქვეყნის მასშტაბით 50 ათასზე მეტი პოლიციელი და 7 ათასი სამხედროა მობილიზებული. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სამართალდამცველებმა პარიზის რკინიგზის სადგურში მამაკაციც დააკავეს, რომელიც პოლიციელებს დანით ემუქრებოდა.

ფრანგ სამართალდამცველებს საპროტესტო გამოსვლებთანაც უწევთ გამკლავება. ცვლილებების მოთხოვნით, რესპუბლიკის მოედანზე ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა და ბასტილიის მოედნისკენ მსვლელობა მოაწყო. 

 

 

 

 

დღის ამბები