07 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ლუგანსკის ინციდენტი განიხილეს

ლუგანსკში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი, რომელსაც ეუთოს დამკვირვებელი ემსხვერპლა, უკრაინის პრეზიდენტმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან განიხილა.

რექს ტილერსონთან სატელეფონო საუბრის დროს პეტრო პოროშენკომ დონბასში გაეროს სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მომხდართან დაკავშირებით შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა და რუსეთს მოუწოდა, სამართლიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად, სეპარატისტებზე ზეგავლენა მოახდინოს.

ლუგანსკის ოლქში, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მანქანის აფეთქებას გუშინ ერთი ამერიკელი მედიკოსი ემსხვერპლა, მისიის ორი წევრი კი დაშავდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები