19 მაისი 2024,   17:42
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით 
ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

მთავარი განსახილველი საკითხები საპარლამენტო საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვაა.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა ცვლილებების აუცილებლობა და განაცხადა, რომ ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მმართველმა გუნდმა შექმნა, უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას.

„ერთი ამოცანა იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა, კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან. დღეს ეს შესაბამისობა უზრუნველყოფილი არ არის. მეორე ამოცანა გახლდათ ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენი ეს ორი ამოცანა ვფიქრობთ, რომ არის შესრულებული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები