07 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ არმიის დღე საარტილერიო წვრთნით აღნიშნა

ჩრდილოეთ კორეამ არმიის დღე საარტილერიო წვრთნით აღნიშნა. ტრადიციულად ამ დღეს ფხენიანში ახალი რაკეტების გამოცდა იმართება. თუმცა, ამჯერად მხოლოდ სამხედრო სწავლებებით შემოიფარგლნენ.

პარალელურად, სამხრეთ კორეის სანაპიროს უკვე მიუახლოვდა ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი მიჩიგანი. ის აღჭურვილია ტომაჰავკის რაკეტებით და მინი სუბმარინებით. ბორტზე 300 სპეცრაზმელი იმყოფება.

მიჩიგანი ამერიკული გემების ჯგუფს შეუერთდება, რომლებსაც ავიამზიდი კარლ ვინსონი მიუძღვება. ისინი ერთობლივ სამხედრო სწავლებებს ჩაატარებენ. 

დღის ამბები