07 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიელ მეცნიერებს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიელ მეცნიერებს სანქციები დაუწესა. ისინი მეცნიერებისა და კვლევითი ცენტრის თანამშრომლები არიან. ეს ცენტრი კი ქიმიურ იარაღის შექმნაზე მუშაობს. 

შეზღუდვები 271 თანამშრომელზე  გავრცელდება. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ შავ სიაში შესული რამდენიმე პირი წლების განმავლობაში ქიმიური იარაღის პროგრამაზე მუშაობდა.

სანქციების თანახმად, გაიყინება მეცნიერთა საბანკო აქტივები. ამერიკულ კომპანიებს კი, მათთან საქმის წარმოება ეკრძალებათ.

დღის ამბები