07 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო შტაბი ჰაკერების სამიზნე გახდა

ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო შტაბი ჰაკერების სამიზნე გახდა. ინფორმაციას ტელეკომპანია CNN ტოკიოში დაარსებული კიბერუსაფრთხოების სააგენტოს კვლევაზე დარყდნობით ავრცელებს.

ტრენდ მაიკროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბზე ისეთივე კიბერშეტევა განხორციელდა, როგორც ეს შარშან, წინასაარჩევნოდ ამერიკის დემოკრატიულ პარტიაზე მოხდა.

ტრენდ მაიკროს წარმომადგენლები პირდაპირ არ საუბრობენ რუსეთის სპეცსამსახურებზე, თუმცა აღნიშნავენ, რომ ჰაკერების ხელწერა, თითქმის, იდენტურია. სააგენტოში აცხადებენ, რომ ინფორმაცია მიაწოდეს მაკრონის შტაბს და საფრანგეთის დაზვერვას, მაგრამ ჰაკერების ქმედების შედეგი მათთვის უცნობია.

დღის ამბები