07 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები ადასტურებენ, რომ თალიბანს იარაღით რუსეთი ამარაგებს

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები ადასტურებენ, რომ თალიბანს იარაღით რუსეთი ამარაგებს. ავღანეთში დისლოცირებული ამერიკული და საერთაშორისო ძალების სარდალი გენერალი ჯონ ნიკოლსონი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს, ავღანეთში სტრატეგიული მეტოქის როლი შეასრულოს.

შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსები ბოლო წელიწადნახევარია აქტიურად ამაგარებენ იარაღით თალიბანის მებრძოლებს და მოტივად დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლას აცხადებენ. თუმცა, რუსული იარაღი აღმოჩნდა ავღანეთის იმ რაიონებში, სადაც ISIS საერთოდ არ ფიგურირებს. თალიბანის მებრძოლები კი თავდასხმებს ძირითადად კოალიციის ძალებზე ახორციელებენ. 

დღის ამბები