07 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
ესპანეთში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 8 პირი დააკავეს

ესპანეთის სპეცსამსახურებმა ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 8 პირი დააკავეს. ანტიტერორისტული ოპერაცია ძალოვანებმა ბარსელონაში, ბელგიის სპეცსამსახურების ხელშეწყობით ჩაატარეს.

პოლიციის განცხადებით, რვავე დაკავებული 21-დან 39 წლამდე ახალგაზრდა, წარმოშობით მაროკოელია. რამდენიმე მათგანი კი ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარ ტერაქტებთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ესპანელმა ძალოვანებმა 12 მისამართზე ჩაატარეს ჩხრეკა და დაკავებულების პირადი ნივთები ამოიღეს.

დღის ამბები