07 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
ევროსაბჭო თურქეთში დემოკრატიული პროცესების მონიტორინგს ხელახლა დაიწყებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თურქეთში დემოკრატიული პროცესების მონიტორინგის ხელახლა დაწყებას მხარი დაუჭირა. საპარლამენტო ასამბლეამ მონიტორინგის დაწყების გადაწყვეტილება თურქეთში 16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ მიიღო.

Apa-ს ცნობით, სტრასბურგში გამართული დისკუსიის დროს, ასამბლეის წევრებმა მოხსენებაში შესწორებები შეიტანეს, თუმცა არცერთი მათგანი არ დამტკიცებულა. აქედან გამომდინარე, თურქეთთან დაკავშირებით მონიტორინგის პროცედურის ხელახლა დაწყების შესახებ დებულება 113 ხმით 45-ის წინააღმდეგ უცვლელად მიიღეს.

13 წლის წინ თურქეთში დემოკრატიზაციის პროცესის მონიტორინგი დასრულდა და გადავიდა პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე. ახლა კი თურქეთი პირველი ქვეყანაა, სადაც მონიტორინგი განახლდება.  

 

დღის ამბები