07 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
რუსეთში ბავშვთა სახლის დირექტორი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

სანკტ-პეტერბურგში საბავშვო ბავშვის აღსაზრდელებზე შესაძლო სექსუალური ძალადობის ბრალდებით, რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსული Первый Канал ავრცელებს, რომლის თანახმად, დაკავებულებს შორის ბაღის თავმჯდომარე და საბავშვო ბაღთან არსებული სკოლის დირექტორია.

გამოძიების ინფორმაციით, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ბავშვებზე წლების განმავლობაში ძალადობდნენ.

გამოძიება სტუდენტური ნაშრომის საფუძველზე დაიწყო.

ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტმა ამ საბავშვო ბაღის აღსაზრდელ ობოლ ბავშვზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ფილმი შარშან გამოქვეყნდა და ქალაქის კონკურსში გაიმარჯვა.

დღის ამბები