19 მაისი 2024,   20:04
ვრცლად
საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებმა ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი გააცნეს

ვენეციის კომისიის წევრები, საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს  გაეცნენ. კომისიის მდივანს მმართველი გუნდისა და საპარლამენტო უმცირესობის წევრები ბრიუსელში შეხვდნენ.

ევროპული საქართველოს ლიდერებმა ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნეს და განაცხადეს, რომ ცვლილებები ზღუდავს მოქალაქეთა უფლებებს და არადემოკრატიულია.

თომას მარკეტერს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია  საკონსტიტუციო კომისიაში ბოლოს განვითარებულ მოვლენებსა და ცვლილებების პროექტის კენჭისყრასთან დაკავშირებით.

„როდესაც ქართული ოცნება უპირისპირდება პრაქტიკულად ყველა სხვა პოლიტიკურ მოთამაშეს, ვენეციის კომისიის დასკვნას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა და სწორედ ამ დასკვნის შემდეგ გამოჩნდება ვუძლებთ თუ ვერა რაიმე სახის კონსესუსზე ან რაიმე სახის გაუმჯობესებულ სისტემაზე საუბარს,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ვენეციის კომისიის მდივანს უმრავლესობის დეპუტატებიც შეხვდნენ. მათი განცხადებით, ევროპელ ექსპერტებს არ აქვთ სერიოზული პრეტენზიები, თუმცა მზად არიან გაითვალისწინონ მათი შენიშვნები.

„წინასწარი პოზიცია მათ ამ საკითხზე ჩამოყალიბებული ან პოზიტიური ან წინააღმდეგობრივი არ დაუფიქსირებიათ ბუნებრივია იმიტომ, რომ ამაზე უნდა იმუშაონ ექსპერტებმა და შემდეგ დადონ თავიანთი კონკრეტული მოსაზრებები. ყველა შენიშვნა, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იქნება გამოთქმული ვენეციის კომისიის მხრიდან იქნება გათვალისწინებული ჩვენი მხრიდან,“-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო გოგუაძე.

დღის ამბები