07 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
ისრაელის პრემიერ-მინისტრი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შეხვდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შეხვდა, ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ისრაელში ჩასულმა ზიგმარ გაბრიელმა პალესტინის მიმართ ისრაელის პოლიტიკის კრიტიკოსთა ჯგუფთან გამართა შეხვედრა.

ორგანიზაცია სახელწოდებით სიჩუმის დარღვევა ისრაელის ვეტერანი ჯარისკაცების ჩვენებებს აგროვებს და ხშირად აკრიტიკებს ნეთანიაჰუს მთავრობას. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი გერმანელ მინისტრს არ შეხვდა, ზიგმარ გაბრიელი აცხადებს, რომ ეს დიპლომატიური განხეთქილება არ არის.

დღის ამბები