07 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 8 ისლამისტი დააკავეს

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 8 ისლამისტი დააკავეს. რამდენიმე მათგანი შარშან ბრიუსელში მომხდარ ტერაქტთან კავშირშია ეჭვმიტანილი, რომელსაც 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკავების ოპერაცია ერთდროულად რამდენიმე საცხოვრებელ სახლში განხორციელდა. ყველა ეჭვმიტანილი წარმოშობით მაროკოელია. კატალონიის პოლიცია აცხადებს, რომ სპეცოპერაცია ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის.

დღის ამბები