07 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
ფხენიანის მუქარის ფონზე სამხრეთ კორეაში მორიგი მასშტაბური სამხედრო სწავლებები დაიწყო

ფხენიანის მუქარის ფონზე სამხრეთ კორეაში მორიგი მასშტაბური სამხედრო სწავლებები დაიწყო. მანევრებს კორეისა და შეერთებული შტატების არმიის ქვედანაყოფები ერთობლივად ატარებენ და მასში 2 თასი ჯარისკაცი მონაწილეობს.

სწავლებებში ჩართულია არტილერიაც და ავიაციაც. მანევრის მიზანი ბრძოლის სტრატეგიის დახვეწა და სამიზნეების განადგურებაში ვარჯიშია.

პარალელურად სამხრეთ კორეაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ჩაიტანეს.

სარაკეტო კომპლექსებს სეულიდან 250 კილომეტრის დაშორებით გოლფის კლუბის ტერიტორიაზე განალაგებენ.

ტვირთის შეტანა ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა. ისინი პოლიციელებს დაუპირისპირდნენ, შედეგად 10 მომიტინგე დაშავდა.​

დღის ამბები