07 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ივანკა ტრამპმა მამა ოჯახების და ქალების მხარდაჭერის გამო შეაქო, რასაც ხმაური და შეძახილები მოჰყვა

დონალდ ტრამპის ქალიშვილი ბერლინში სიტყვით გამოსვლისას აუდიტორიის კრიტიკის ობიექტი გახდა. ივანკა ტრამპი დიდი ოცეულის მიერ ორგანიზებულ პანელში მონაწილეობდა, რომელსაც გერმანიის კანცლერი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელიც ესწრებოდა.

როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ქალიშვილმა მამა ოჯახების და ქალების მხარდაჭერის გამო შეაქო, დარბაზში ხმაური ატყდა. თუმცა ოპონენტების შეძახილებისთვის ივანკა ტრამპს ყურადღება არ მიუქცევია და საუბარი განაგრძო.

მოგვიანებით მან უარყო კავშირი მამის გადაწყვეტილებასთან სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე საპასუხო შეტევის დაწყების შესახებ. ივანკა ტრამპის განცხადებით, ინტერპრეტაცია არასწორი იყო.

დღის ამბები