07 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
ჩინეთის შეიარაღებულ ძალებს ახალი ავიამზიდი შეემატა

ჩინეთის შეიარაღებულ ძალებს ახალი ავიამზიდი შეემატა. ხომალდი ადგილობრივი წარმოებისაა და ზღვაში პირველად დღეს დილით ჩაუშვეს.

მისი პრეზენტაცია დალიანის პორტში გაიმართა. ეს მეორე ავიამზიდია, რომელიც ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში იქნება.

მათ უკვე ჰყავთ ამ ტიპის ერთი ხომალდი. ახალი ავიამზიდის მშენებლობა 4 წლის წინ დაიწყო და ის ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა.

დღის ამბები