კანის კინოფესტივალის გამარჯვებულს 8 კაციანი ჟიური გამოავლენს, მისი შემადგენლობა უკვე ცნობილია. რეჟისორებს შორის საკონკურსო ფილმებს ჰოლივუდის ვარსკვლავები უილ სმიტი და ჯესიკა ჩესტეინი შეაფასებენ. ჟიურის თავმჯდომარე წელს პედრო ალმადოვარი იქნება.
კანის რიგით 70-ე კინოფესტივალი 17 მაისს დაიწყება. მთავარი ჯილდოს ოქროს პალმის რტოს მფლობელის ვინაობას კი 28 მაისს გამოაცხადებენ.