07 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ქიმიური შეტევა სირიაში - საფრანგეთის დაზვერვის სამსახურის დასკვნით, ზარინის გაზი ადგილობრივი წარმოების იყო

ზარინის გაზი, რომელიც სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენეს, ადგილობრივი წარმოების იყო. ასეთ დასკვნას აკეთებს საფრანგეთის დაზვერვის სამსახური.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უწყებას შესაბამისი მტკიცებულებებიც აქვს, რაც ამ თავდასხმაზე სირიის რეჟიმის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

ქიმიური შეტევა იდლიბის პროვინციაში 4 აპრილს განხორციელდა და მას 100-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 33 მცირეწლოვანი ბავშვი იყო.

დღის ამბები