07 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
დღეს უნდა გახდეს ცნობილი, დატოვებს თუ არა თანამდებობას საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე პედრო აგრამუნტი

დღეს ევროსაბჭოში, ბიუროს სხდომაზე უნდა გახდეს ცნობილი, დატოვებს თუ არა თანამდებობას საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე პედრო აგრამუნტი. დეპუტატები ერთსულოვნად თანხმდებიან, რომ თავმჯდომარემ ნდობა დაკარგა და მან გადადგომის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

იგივე პოზიცია აქვს ევროპის სახალხო პარტიას, რომელსაც წარმოადგენს პედრო აგრამუნტი. მისი პოსტიდან წასვლის შემთხვევაში, მომვალი თავმჯდომარე ასევე სახალო პარტიის წარმომადგენელი იქნება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ თანამდებობას აქსელ ფიშერი დაიკავებს.

დღის ამბები