07 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
მაკედონიის პარლამენტში დემონსტრანტები შეიჭრნენ

მაკედონიის პარლამენტში დემონსტრანტები შეიჭრნენ და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს სწორედ ის პარტიაა, რომელმაც ეთნიკურ ალბანელ მოკავშირეებთან ერთად, მხარი დაუჭირა მაკედონიის საკანონმდებლო ორგანოში სპიკერად ალბანელი კანდიდატის დანიშვნას.

პარლამენტის შენობაში სულ 200-მდე დემონსტრანტი ნიღბებით შეიჭრა. პოლიციამ კი, ვითარების განმუხტვა დროულად ვერ მოახერხა, რის გამოც შენობის ინტერიერი დაზიანდა.

დღის ამბები