07 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის სახეში ბრილიანტის მწვანე მეორედ შეასხეს

რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის, ბოლო 2 თვის განმავლობაში სახეში ბრილიანტის მწვანე მეორედ შეასხეს. თავდასხმა მოსკოვში მოხდა და ოპოზიციის ლიდერი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მას სითხემ თვალი დაუწვა.

უცნობია ვინ იყო თავდამსხმელი, თუმცა მსგავსი ხერხი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ რუსეთში ხშირად გამოიყენება.

ნავალნი პუტინის აქტიური კრიტიკოსია, რომელსაც საპრეზიდენტო ამბიციებიც აქვს.

დღის ამბები