07 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
ემანუელ მაკრონმა მარი ლე პენს რასისტი უწოდა

ემანუელ მაკრონმა კონკურენტ მარი ლე პენს რასისტი უწოდა. განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა პარიზის გარეუბანში ამომრჩევლებთან შეხვედრისას გააკეთა. ემანულ მაკრონი აფრიკელი მიგრანტებით დასახლებულ რაიონს ესტუმრა და ადგილობრივ ბავშვებთან ფეხბურთიც ითამაშა.

მან პირობა დადო, რომ არ დაუშვებს, რომ საფრანგეთის სახე გახდეს ქალი, რომელიც რასისტულ პარტიას წარმოადგენს და ნაციონალისტური და ქსენოფობიური განწყობითაა ცნობილი.

კონკურენტის ბრალდებებს მარინ ლე პენმა ნიცაში უპასუხა. მან ქვეყნის უსაფრთხოება მიგრაციის შეჩერების აუცილებლობას დაუკავშირა.

ლე პენმა ამომრჩევლები გააფრთხილა, რომ მაკრონის არჩევის შემთხვევაში, მიგრანტების ნაკადი გაიზრდება, რაც უსაფრთხოების უზრუნველყოფას კიდევ უფრო გაართულებს.

დღის ამბები