07 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
NASA-ს სპეციალისტები სატურნის უნიკალურ ფოტოებს სწავლობენ

NASA-ს სპეციალისტები სატურნის უნიკალურ ფოტოებს სწავლობენ. მასალა აპარატმა კასინიმ გადაიღო, რომელიც პლანეტაზე 1997 წელს გაიგზავნა და მას მხოლოდ 2004 წელს მიაღწია.

პირველად 20 წლიანი მისიის განმავლობაში, ზონდმა სატურნის ორბიტაზე ურთულესი მანევრი შეასრულა და პლანეტის რგოლებს შორის შეაღწია.

აპარატმა სატურნის ატმოსფეროს ზედა შრე და ღრუბლების კადრები გადაიღო. მათი საშუალებით მეცნიერები შეძლებენ გამოიკვლიონ - როგორ ვრცელდება სინათლე მტვრის ნაწილაკებზე, რომლისგანაც პლანეტის რგოლები შედგება. ნასაში აცხადებენ, რომ კასინი ანლოგიურ მანევრს კიდევ 21-ჯერ შეასრულებს.

ექსპერიმენტის საშუალებით NASA სატურნის გრავიტაციულ და მაგნიტურ ველებს გამოიკვლევს და რგოლების ქიმიურ შემადგენლობას შესწავლის.

დღის ამბები