07 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის მორიგი წარუმატებელი გამოცდა

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ეს გამოცდის მესამე მცდელობაა. 
თუმცა, აშშ-ის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, გამოცდა წარუმატებელი აღმოჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას წამყვანი მედიასაშუალებები ავრცელებენ.  

ბალისტიკური რაკეტის გამოცდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომის შემდეგ რამდენიმე საათში მოხდა, სადაც ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მწვავედ გააკრიტიკეს. 

ზუსტი ინფორმაცია რაკეტის გამოცდის შესახებ ჯერჯერობით არ  გავრცელებულა. რაკეტა ფხენიანიდან გაუშვეს, თუმცა ის ამჯერადაც წარუმატებელი აღმოჩნდა. რაკეტა, რომლის ტიპიც ამ დრომდე დადგენილი არ არის, გაშვებიდან რამდენიმე წამის შემდეგ აფეთქდა და 50 კილომეტრის დაშორებით, ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიზევე ჩამოვარდა. 

ამერიკელი სპეციალისტების ვარაუდით კი, რაკეტა საშუალო მანძილზე მოქმედი ტიპის იყო.

პარალელურად, ამერიკული სამხედრო ხომალდები ავიამზიდ კარლ უინსონის ხელმძღვანელობით უკვე იაპონიის ზღვაში შევიდნენ. სამხედრო ხომალდების ჯგუფი რეგიონში ერთი თვის განმავლობაში დარჩება და იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ერთობლივ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას.

 

დღის ამბები