07 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
მონტენეგროს პარლამენტმა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა

მონტენეგროს პარლამენტმა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. ქალაქ ცეტინში გამართულ გასვლით სხდომაზე დოკუმენტს მხარი დარბაზში მყოფმა 46-ვე დეპუტატმა დაუჭირა.

კენჭისყრაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

დემონსტრანტებმა კენჭისყრის პარალელურად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დროშა დაწვეს.  

დღის ამბები