07 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
თურქეთში Wikipedia-ზე წვდომა შეიზღუდა

თურქეთში დღეს, დილის 08:00 საათიდან  Wikipedia-ზე წვდომა შეიზღუდა.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ინტერნეტის მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მთავრობის კრიტიკის გამო ხდება ინტერნეტში თავისუფალი სიტყვის აკრძალვა.

„ხელმისაწვდომობის დაკარგვა ინტერნეტფილტრების შედეგია, რათა ქვეყანაში ცენზურა გამოიყენონ,“ - აღნიშნულია საიტზე Turkey Blocks.

Reuters-ის ინფორმაციით, მონიტორინგის ჯგუფებმა დაადანაშაულეს თურქეთი სოციალური ქსელების ხელმისაწვდომობის დაბლოკვაზე, როგორიცაა Twitter ან Facebook, განსაკუთრებით ტერორისტული თავდასხმების შემდეგ. 

დღის ამბები