07 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტობის არჩევნებში დამარცხებული კანდიდატი, ჟან ლუკ მელანშონი, საკუთარ ფავორიტს არ ასახელებს

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირა რჩება. ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი მოსახლეობის საბოლოო მხარდაჭერის მოსაპოვებლად იბრძვიან.

პრეზიდენტობის დამარცხებული კანდიდატი, ჟან ლუკ მელანშონი, კი აცხადებს, რომ საკუთარ ფავორიტს არ დაასახელებს. ულტრა მემარცხენე პოლიტიკოსის თქმით, ის 7 მაისს ხმას მისცემს, თუმცა თავის მომხრეებს არ მიუთითებს, ვის დაუჭირონ მხარი არჩევნების მეორე ტურში.

მელანშონისგან განსხვავებით, პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებმა, ფრანსუა ფიიონმა და ბენუა ამონმა ემანუელ მაკრონს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადეს და ამომრჩეველსაც მის სასარგებლოდ ხმის მიცემისკენ მოუწოდეს. 

დღის ამბები