07 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ჟან კლოდ იუნკერმა ფრანგებს ერთიანი ევროპის შენარჩუნებისკენ მოუწოდა

ჟან კლოდ იუნკერმა ფრანგებს ერთიანი ევროპის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ფრანგმა ხალხმა არ უნდა თქვას უარი ქვეყნის მთავარ ისტორიულ მისწრაფებაზე და გააგრძელონ დიდი და ერთიანი ევროპის მშენებლობა.

ჟან კლოდ იუნკერი ამგვარად მარინ ლე პენის წინასაარჩევნო დაპირებას გამოეხმაურა, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, საფრანგეთი ევროკავშირს დატოვებს. განცხადება იუნკერმა ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტის რანგში ფრანსუა ოლანდი ბოლოჯერ დაესწრო.

ამავე თემაზე
დღის ამბები