07 ოქტომბერი 2024,   02:46
ვრცლად
სროლა სან დიეგოში -დაშავებულია სულ მცირე 8 ადამიანი

სროლა სან დიეგოში. შეირაღებული თავდამსხმელი ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. დაშავებულია სულ მცირე 8 ადამიანი. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციამ მსროლელი ადგილზე მოკლა. სამართალდამცველები არ ამხელენ თავდამსხმელის ვინაობას, უცნობია მოტივი. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ამ დროისთვის შემთხვევისთვის კვალიფიკაცია არ მიუნიჭებიათ.

დღის ამბები